0

წესები და პირობები

წესები და პირობები (Terms & Conditions)

ბოლო განახლება: 2025 წლის 12 ნოემბერი

1. ზოგადი ინფორმაცია

ვებგვერდი www.reddoor.ge წარმოადგენს შპს „Red Door“-ის საკუთრებას. საიტით სარგებლობა ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს.

2. მომხმარებლის ვალდებულებები

  • არ განახორციელოთ აკრძალული ქმედებები;
  • იყოთ 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი;
  • დაიცვათ ინტელექტუალური და საავტორო უფლებები;
  • არ გადასცეთ თქვენი ანგარიში მესამე პირს;
  • უზრუნველყოთ ინფორმაციის სისწორე და განახლება საჭიროების შემთხვევაში.

3. პროდუქტის შეძენა და რეგისტრაცია

შეძენა შესაძლებელია რეგისტრაციის გარეშე ან ანგარიშის შექმნის შემდეგ. რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით საქართველოს კანონმდებლობასა და საიტის შიდა პოლიტიკას.

4. მომსახურების მოცულობა

Red Door-ის სერვისები მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. შეკვეთები მიიღება 24/7 რეჟიმში, ხოლო ოპერატორი დაგიკავშირდებათ სამუშაო დღეებში.

5. გადახდის პირობები

გადახდა შესაძლებელია ბარათით (Visa, Mastercard, Amex), ასევე Apple Pay და Google Pay-ის მეშვეობით. კომპანია არ ინახავს ბარათის მონაცემებს — გადახდა სრულად ხდება პარტნიორი ბანკის დაცულ პლატფორმაზე.

6. უსაფრთხოება

Red Door იყენებს თანამედროვე უსაფრთხოების მექანიზმებს მომხმარებელთა მონაცემების დასაცავად. მიუხედავად ამისა, ინტერნეტით მონაცემთა გადაცემა ვერ იქნება 100%-ით დაცული. მომხმარებელი პასუხისმგებელია საკუთარი ანგარიშის უსაფრთხოებაზე.

7. მიწოდების პირობები

მიწოდება მოქმედებს საქართველოს მასშტაბით. დეტალური ინფორმაცია იხილეთ გვერდზე მიწოდების პირობები.

8. დაბრუნება და გაცვლა

დაბრუნება და გაცვლა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად. იხილეთ დაბრუნების პირობები.

9. ინტელექტუალური საკუთრება

საიტზე განთავსებული ყველა მასალა (ტექსტი, ფოტო, ლოგო, დიზაინი) წარმოადგენს Red Door-ის საკუთრებას. მათი გამოყენება ნებადართულია მხოლოდ კომპანიის წერილობითი თანხმობით.

10. საიტის ხელმისაწვდომობა

კომპანიას უფლება აქვს დროებით შეზღუდოს საიტის ხელმისაწვდომობა ტექნიკური მიზეზებით და მომხმარებელი წინასწარ ან შემდგომში აცნობოს.

11. ცვლილებები

Red Door უფლებამოსილია ცალმხრივად შეცვალოს პირობები წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ცვლილებები დაუყოვნებლივ აისახება საიტზე და მათი მიღება ნიშნავს მომხმარებლის თანხმობას.

12. დასკვნითი დებულებები

  • კომპანია არ აგებს პასუხს მესამე მხარის ქმედებებზე;
  • შეკვეთა შესაძლოა გაუქმდეს ტექნიკური ხარვეზისას, თანხა კი სრულად ბრუნდება მომხმარებელზე;
  • ყველა დავა განიხილება საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.

საკონტაქტო ელფოსტა: info@reddoor.ge
ვებგვერდი: www.reddoor.ge